
დღეიდან
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი უნდა
ამოქმედდეს.
სააგენტო, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი იქნება. თავად სააგენტოს უფროსი,
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში
დაინიშნება. სააგენტოს უფროსს, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი,
უფროსის კანდიდატურას, სპეციალური კომისია შეარჩევს. მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონი, იცავს როგორც
ადამიანების უფლებებს, ისე საზოგადოების უსაფრთხოებას. საპარლამენტო
უმრავლესობის პოზიციას არ ეთანხმებიან ოპოზიციის წევრები.