სიახლეები
ქართული დელეგაციის დაბრუნება ბრიუსელიდან

ისტორიული რეისის მგზავრები საქართველოში დაბრუნდნენ.

ქართული დელეგაცია  გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც   28 მარტს,  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან კომენტარი პრემიერს არ გაუკეთებია.  ვიზიტის შესახებ განათლების  მინისტრმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრეს.  ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის ბედნიერია, რომ ისტორიული რეისის ერთ-ერთი მონაწილეა.

 

Print