ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი დღეიდან
შედის ძალაში.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
იქნება. თავად სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული
კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება. სააგენტოს
უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური
კომისია შეარჩევს. საპარლამენტო ოპოზიცია ე.წ.
მოსმენების კანონის გასაჩივრებას გეგმავს.
ოპონენტები სარჩელს როგორც საკონსტიტუციო,
ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.