სიახლეები
ღონისძიებები გარევაჭრობის წინააღმდეგ და გარემოვაჭრეთა პროტესტი
სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი
წერეთელზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
გარემოვაჭრეები მერიის
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და ბორის
პაიჭაძის სახელობის დინამო არენას წარმომადგენლებს
დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის
რამდენიმე ეკიპაჟი, გარე მოვაჭრეები აცხადებენ,
რომ აღნიშნული ჯიხურები მათთვის
შემოსავლის ერთადერთი საშუალებაა, და დემონტაჟის
უფლებას შესაბმისი სამსახურის წარმომადგენლებს არ მისცემენ,
დინამო არენაში, კი აცხადებენ, რომ ტერიტორია
მათი საკუთრებაა და დემონტაჟზე
დედაქალაქის მერიამ ნებართვა გასცა.