
ცენტრალური ევროპის
უნივერსიტეტი შესაძლოა დაიხუროს.
უნგრეთის ხელისუფლება აპირებს
გაამკაცროს რეგულაციები, ამიტომ ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებული
ინსტიტუტებისთვის უნგრეთში დიპლომებისა და აკადემიური ხარისხის გაცემა
გართულდება. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ
კანონპროექტი, მათ წინააღმდეგაა მიმართული. ადგილობრივი მედიის
ცნობით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამიზნე ჯორჯ სოროსია.
სიმბოლურია, რომ 1989 წელს, ორბანმა ოქსფორდში სწავლის დაფინანსება
სოროსისგან თავად მიიღო.