
თბილისის მიწათმოქმედების
გენერალურ გეგმაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.
გეგმის მიხედვით ქალაქში ახალი
სარეკრეაციო ზონები უნდა გაჩნდეს და სატრანსპორტო კორიდორები მოეწყოს.
კონცეფცია ქალაქის დეცენტრალიზაციასაც გულისხმობს. გეგმის პრეზენტაცია
დღეს პირველად შედგა, საბოლოო ვერსიას კი თბილისის მერია მაისში
ჩაიბარებს.