
7 აპრილს პრეზიდენტი პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის
პარლამენტში გამოსვლას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,
მათ შორის მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. რაც
შეეხება ფორმატს, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული იმ ფორმატის გამოყენებას გეგმავს, რომლის მიხედვით,
პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციების
თავმჯდომარეები გამოდიან.