
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან
დაკავშირებული კანონი უკვე ძალაშია.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს უფროსი,
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, სამი თვის
ვადაში დაინიშნება. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი,
უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს.
საპარლამენტო ოპოზიცია ე.წ. მოსმენების
კანონის გასაჩივრებას გეგმავს. ისინი
სარჩელს როგორც საკონსტიტუციო, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის
ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.