სიახლეები
აფხაზეთში სამედიცინო პოლისები ამოქმედდა

ოკუპირებულ აფხაზეთში უახლოეს პერიოდში ახალი სამედიცინო პოლისები ამოქმედდება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი პოლისები იმ აფხაზების რაოდენობას შამცირებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ  კლინიკებში მკურნალობენ.  ანზორ გოოვის თქმით, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შესახებ რუსულ მხარესთან შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება. სამედიცინო პოლისებით მოქალაქეებს რუსული კომპანიები უზრუნველყოფენ. მისივე ცნობით, პოლისი 189 ათას მოქალაქეზე გაიცემა, და 14  წლამდე ბავშვებზე არ გავრცელდება.

 

Print