სიახლეები
ახალი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა მალე ახალი სარკინიგზო
მაგისტრალით იქნება შესაძლებელი.
3-კილომეტრიანი ხაზისა და
სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო და რამდენიმე თვეში
დასრულდება. მშენებლობას საფუძველი სიმბოლურად პრემიერმინისტრმა
ჩაუყარა.
აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მაგისტრალის
მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით
მოძრავი ყველა მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან
გაჩერდება. პროექტი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი
მიმართულების - სივრცითი მოწყობის ნაწილია.