
თვითმმართველი ქალაქების
გაუქმებას და 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ
გაერთიანებას არასამთავრობო ორგანიზაციები არ
ეთანხმებიან.
მათი ნაწილის შეფასებით,
ხელისუფლების ეს ინიციატივა დემოკრატიული ნაბიჯი არ არის და
მისი განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობებს კვლავ დაასუსტებს.
იდეის მოწინააღმდეგეები, არც იმ არგუმენტს იზიარებენ, რომ
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით საბიუჯეტო სახსრები დაიზოგება და
მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებში სამუშაო ადგილების
შემცირებას და უმუშევარი ადამიანების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.
რა მოთხოვნები აქვთ პროექტის მოწინააღმდეგეებს და როგორია
ხელისუფლების პასუხი გიორგი ხუხია დეტალებით.