მმართველი გუნდი სამთავრობო ცვლილებებს, ოპოზიციის აუხდენელ ოცნებად მიიჩნევს.
თუმცა პოლიტიკურ კულუარებში სამთავრობო ცვლილებები უკვე დაანონსდა. არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია არა მხოლოდ საკადრო გადაადგილება, არამედ მთავრობის სრული განახლება. პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. უკვე დასახელდა კვირიკაშვილის სავარაუდო შემცვლელიც. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს მისივე დანიშნული - ეკონომიკის მინიტრი, გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. მართველი გუდი ფაქტს უარყოფს.