სიახლეები
გაგუას კლინიკის ახალი კორპუსი გაიხსნა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად „გაგუას კლინიკის“ ახალი შენობა გახსნა.
სამშობიარო 100 საწოლზეა გათვლილი და ადგილზე ქალის, ორსულისა და ბავშვის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ახალ კლინიკას  სამასამდე თანამშრომელი ჰყავს, ყველა სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და  წლის განმავლობაში 4000 მშობიარეს მიღება შეუძლია. კლინიკური ფუნქციების გარდა კლინიკას სასწავლო დანიშნულებაც ექნება, სტუდენტები აქ დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან.
Print