სიახლეები
მზარდი მოთხოვნა ბიომეტრიულ პასპორტზე
საქართველოს მილიონამდე მოქალაქე უკვე ფლობს დოკუმენტს, რითაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.
სერვისების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, ბოლო პერიოდში ბიომეტრულ პასპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ბიომეტრული პასპორტი  83 042 მოქალაქემ აიღო, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ  38 418 ბიომეტრული პასპორტი გაიცა.

იუსტიციის სახლში დოკუმენტზე მზარდ მოთხოვნას ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირებენ.  განმარტავენ, რომ  ეს მსოფლიო სტანდარტებით დამზადებული უსაფრთო სამგზავრო დოკუმენტია, რომლითაც მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობა შეუძლიათ.

Print