სიახლეები
150-მდე გარე მოვაჭრე ბაზარში გავიდა
თბილისის ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასა და აბასთუმნის ქუჩაზე მყოფი  მოვაჭრეები
„დეზერტირების“ ბაზარში შევიდნენ. 150-მდე გარემოვაჭრე საქმიანობას ხვალიდან აღნიშნული ბაზრის ტერიტორიაზე განაგრძობს.  „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა  კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ის ტერიტორია დაასუფთავეს, სადაც გარემოვაჭრეები უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ. შეგახსენებთ, თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19ტ მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.
Print