„ციანიდის საქმეზე“
დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ოჯახისთვის დაცვის
მოხსნას მოითხოვს.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით , პროკურატურამ წინასასამართლო სდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ საფუძვლად წარმოადგინა ის, რომ დეკანოზის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის ღონისძიება ხორციელდებოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კი, ამ შემთხვევაში, სხდომის დახურვა აუცილებელია. ფანცულაიას თქმით, რადგან დეკანოზს უნდა, რომ სასამართლო პროცესები ღია და საჯარო იყოს, ბრალდებული ოჯახისთვის დაცვის ღონისძიების მოხსნას მოითხოვს. ამ მოთხოვნით დაკავებულის ინტერესების დამცველები, პროკურატურას მიმართავენ. ადვოკატები ასევე გაუთქმელობის პირობის მოხსნასაც ითხოვენ.