სიახლეები
მოქალაქეთა სარჩელის მიღება იწყება
კამპანია „ეს შენ
გეხებას“ ორგანიზებით, ფარული მიყურადების შესახებ
კანონთან
დაკავშირებული მოქალაქეთა სარჩელების
მიღება იწყება, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში
გაიგზავნება. გასაჩივრებისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქემ
შეავსოს ელექტრონული სარჩელის ყველა სავალდებულო ველი, რომელიც
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე , esshengexeba.ge. როგორც
ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ფარული მიყურადების ახალი
კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა.