სიახლეები
მზადება ბიენალესთვის
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარსადგენი პროექტი
- სახელწოდებით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“  უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში იტალიაში გაიზავნება. ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია. ამჟამად, მიმდინარეობს სახლის დაშლის პროცესი. ინსტალაცია, რომელიც ვენეციაში გაიგზავნება, საქართველოს ეროვნულ პავილიონში დაიდგმება.  პავილიონი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე 10 მაისს, 17:30 საათზე გაიხსნება.

Print