სიახლეები
დღეს ხარებაა
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია,
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. სიონში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Print