
სარფის საბაჟოზე
ხმაურია.
ადგილობრივები თურქ მებაჟეებს
საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ,
რომ დილით 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ
მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სარფთან შეკრებილები აცხადებენ, რომ
ეს არ არის პირველი შემთხვევა , ასეთი ფაქტები ხშირია თურქი
მებაჟეების მხრიდან და ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ერთერთი
თვითმხილველის განცხადებით, როინ ლეონიძე თურქეთში ქალაქ ხოფის
საავადმოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება თურქული მხარის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციას, თურქი სამართალდამცავების
განცახდებით, დღეს, დილის 6 საათისათვის, საქართველოს
მოქალაქემ ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა
მიაყენა თურქ პოლიციელს. ბოლ;ო ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო
მაქსიმალურად არის ჩართული გამოძიების პროცესში რათა საქართველოს
მოქალაქის უფლებები სრულად იყოს დაცული.