
საქართველოს პრეზიდენტი რეზერვისა
და მობილიზაციის კონცეფციის განახლების აუცილებლობაზე
საუბრობს.
და აცხადებს, რომ სამხედრო
სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. მისი აზრით, სავალდებულო
გაწვევა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარებას უნდა
ემსახურებოდეს. პრეზიდენტი, ასევე იწუნებს იმ უწყებების მიერ
წვევმდელების გაწვევის მოდელს, სადაც ჯარისკაცები სხვა ფუნქციებს
ასრულებენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოდერნიზაციის
აუცილებლობაზე ოპოზიციური პარტიები და ექსპერტებიც აკეთებენ აქცენტს.
-მმართველი გუნდი კი გიორგი მარგველაშვილის განცხდებებს, პოპულისტურს
უწოდებს და მას ჯარისკაცების ფუნქციების დაკნინებაში
ადანაშაულებენ.