
თავდაცვის მინისტრმა მის უწყებაში
მიმდინარე რეფორმების შესახებ დეპუტატებს ანგარიში
ჩააბარა.
ლევან იზორიას მოსმენა
თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.
შეხვედრას ოპოზიცია და სამხედრო ექსპერტებიც ესწრებოდნენ. მათ
ძირითადად კითხვები დასვეს ოპტიმიზაციის პროცესთან
დაკავშირებით, ასევე ქვეყნის თავადცვის სტრატეგიასთან
დაკავშირებით. ოპოზიცია დაინტერესდა იმ საკონსტიტუციო
ცვლილებითან, რომელის თანახმად, პრეზიდენტი რჩება ქვეყნის
მთავარსარდლად, თუმცა მას უფლებამოსილებები ეზღუდება.