"დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ
მოვიგეთ 41: 0"
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა
საკრებულოში 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ
განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა საკრებულოში მთავარი
კითხვები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადაცემის
საკითხს ეხებოდა. მისი განმარტებით, ამ თემას მან კონკრეტული პასუხი
გასცა, რომ თბილისის მერია სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარა,
რაზეც დედაქალაქის მთავრობა უარს ვერ იტყოდა.
თბილისის მერის ყოველწლიურ
ანგარიშით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ მათ მერისგან
კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.