საკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე
სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობა,
ხელისუფლებისგან ყურადღებას
ითხოვს, ადგილობრივები სოფლის ცენტრში, დღეს დილით
შეიკრიბნენ, ისინი სასმელი წყლის, ბუნებრივი
აირით უზრუნველყოფის და ნაგვის ურნების პრობლემის მოგვარებას
ითხოვენ.
გორის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში,
აცხადებენ, რომ სოფელში არსებულ პრობლემებს კარგად
იცნობენ, თუმცა ყველა აღნიშნულის მოსაგვარებლად
პროექტირება და სხვა სახის სამუშაოები უკვე
დაწყებულია.