
საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა.
მათ შორის 4 ქალბატონია, შეწყალების კომისიის
თავმჯდომარის განცხადებით, 62 მსჯავრდებული საპატიმრო
დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით
შეუმცირდა.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, კომისია 4-დან 6
აპრილის ჩათვლით მუშაობდა. კომისიაზე 579 პირის საქმე
განიხილეს.