სიახლეები
კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“

„კონსტიტუცია ყველასია“ - პრეზიდენტი საკუთარი ინიციტივით წამოწყებულ კამპანიას განაგრძობს.

ქვეყნის მთავარ კანონზე - საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოსაზრებებზე. საკუთარი პოზიციები და შეფასებები გიორგი მარგველაშვილმა ამჯერად „ილიაუნის“ სტუდენტებს გააცნო.

ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესი, პრეზიდენტის უფლებამოსილებები და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია გიორგი მარგველაშვილმა დღეს დეტალურად მიმოიხილა და სტუდენტების იმ კითხვასაც უპასუხა, არის თუ არა მისი ეს შეხვედრები, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ საკმაოდ გამოცდილი ან და ის არ განეკუთვნება იმ პოლიტიკოსთა რიგებს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას 2 წლით ადრე იწყებენ.

 

Print