სიახლეები
ახალი დეტალები დავით ხარშილაძის საქმეში

ერთთვიანი დუმილის შემდეგ დავით ხარშილაძის საქმეში ახალი მოწმე და დაკავების ამსახველი ახალი ვიდეომასალა გამოჩნდა.

გაზეთ „ქრონიკა +“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დაკავების თვითმხილველი, დღეს პროკურატურამ გამოკითხა. მოწმემ სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც თავად გადაიღო, დღეს გაასაჯაროვა.

ელისო კილაძის განმარტებით, მისი შვილის დაკავებაში 10-ზე მეტი პოლიციელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანიც მონაწილეობდა. რატომ დუმდა თვითმხილველი ერთი თვე, ვისი განცხადების საფუძველზე გაჩხრიკეს მისი ბინა და რას ეძებდნენ სამართადალცველები?

 

Print