კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. მთავარი საკითხები კვლავ პრეზიდენტის არჩევის წესი, მისი უფლებამოსილებები და საარჩევნო სისტემა რჩება. უმრავლესობის აზრით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მოსახლეობის მიერ პრეზიდეტის არჩევა აუცილებელი არ არის. "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს რედაქციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლიდან უნდა დაიწყოს. შეხვედრები მომავალ კვირაში გაგრძელდება. საბოლოო პროექტს, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, კენჭი 22 აპრილისთვის უნდა უყარონ.