
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა
აღინიშნება.
ოქონის მშენებარე
ეკლესიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო
წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ გაიმართება
მსვლელობა. მოქალაქეები სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის
ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან. დღის ბოლოს, ღირსი მამა გიორგი
მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს ქალაქ გორის
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.