სიახლეები
ინციდენტი ქუთაისში
სროლა ქუთაისის ცენტრში.
პუშკინის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობლის სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ადგილზე საპატრულო პოლიციის  რამდენიმე  ეკიპაჟი იყო  მობილიზებული.   როგორც  ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი მეზობლებს შორის წლების წინ დაიწყო, მიზეზი კი 1999  წელს ბინის ქურდობა გახდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც გასროლა განახორციელა, მიმალულია. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს
Print