ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან. ირანელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან, განცხადებას გააკეთებენ. მოჰამედ ჯავად ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატი უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.