სიახლეები
ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში
კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი კრემლისგან .
ასე აფასებენ საქართველოს მთავრობაში   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპონენტები  საქართველოს ხელისუფლებას პასიურ პოლიტიკასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ . „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებლივი ინფორმირება და მობილიზება უნდა უზრუნველყოს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,  დღეს,   ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.   გავრცელებული ცნობით,  ლავროვი  რუსეთის ე.წ.    საელჩოს ახალი შენობის გახსნაში მიიღებს  მონაწილეობას. 19  აპრილს კი რუსი დიპლომატი,  საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.  პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
Print