
მთავრობა თამბაქოს
მოხმარება-რეალიზაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას
ითხოვს.
კანონპროექტთან დაკავშირებით 17
გვერდიანი შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. მთავარი შენიშვნა
რეგულაციების ამოქმედების ვადებს ეხება. დეპუტატების ნაწილი
პრეტენზიების ცალკეულ პუნქტებს იზიარებს, თუმცა შენიშვნების დოკუმენტს
სრულად არ ეთანხმება. დღეს გადაწყდა, რომ ნაცვლად 2018 წლის 1
იანვრისა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევაზე რეგულაციები
მომდევნო წლის მაისიდან დაწესდება. არასამთავრობო ორგანიზაციების
ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსიის შეცვლა თამბაქოს
იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიების გავლენით მოხდა.