სიახლეები
მიხეილ ჯანელიძის განცხადებები
ქართული მხარე, შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრის სამძებრო სამუშაოებში ერთვება.
- ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.  მიხეილ ჯანელიძე, იმედოვნებს, რომ ქართველი მეზღვაურის დაღუპვასთან დაკავშირებული ინფორმაცია  არ დადასტურდება და   ყველა დაკარგულის  გადარჩენა  მოხდება.

ძლიერი შტორმის შედეგად შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა. ბორტის 12  წევრიდან ცხრა უკრაინის ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა.  ის რუსეთის ქალაქ აზოვიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

Print