სიახლეები
სოფელ თოკის პრობლემები
გზა, წყალი, სკოლა - ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც, წლების განმავლობაში 150 კომლიანი სოფლიდან 12 ოჯახი დარჩა.
თოკი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს, მაღალმთიან ზონას ეკუთვნის. აქ წყალს სახედრების დახმარებით იმარაგებენ. მხოლოდ 1 კლას-კომპლექტი არსებობს, 2 მოსწავლე ძმა და პედაგოგი დედა. ია თინიკაშვილისა და ზვიად აკოფაშვილის რეპორტაჟი ასპინძის რაიონიდან
Print