
საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც
მუშაობა 73 წევრით დაიწყო დღეს უკვე 6-ით ნაკლებს
ითვლის.
ჯგუფს ბოიკოტი „პატრიოტთა ალიანსმა“
გამოცხადა. ინაშვილის გუნდის გარდა პროტესტის მსგავს ფორმას 15
პარტიისგან შემდგარმა საკოორდინაციო საბჭომაც მიმართა. პირველადი
პროექტის კენჭისყრამდე ცოტა დრო რჩება. შაბათამდე კი სავარაუდოდ
კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფს კიდევ რამდენი წევრი გამოაკლდება.
პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც ჯგუფი ამ
დროისთვის არსებულ პროექტს გაეცნობა.