სიახლეები
შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა
ორი გარდაცვლილი და 7 დაკარგული - შავ ზღვაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

გემზე საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა, მისი ვინაობა დადგენილია. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი რუსეთის ქალაქ აზოვიდან თურქეთისკენ მოძრაობდა.  პირველადი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა. აღსანიშანვია,  რომ სატვირთო გემმა საქართველოს ტერიტორია რამდენიმე დღის წინ დატოვა. „გეროი არსენალს“ ფოთის ნავსადგურიდან გასვლამდე ტექნიკური შემოწმებაც ჩაუტარდა.
Print