სიახლეები
სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანგარიში და დაპირისპირება პარლამენტში
დეპუტატების უსაფრთხოებამ დღეს ლამის ქვეყნის უსაფრთხოება გადაფარა.
ვახტანგ გომელაური პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყნის საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრობდა, სხდომათა დარბაზში ჭიქებსა დ კალმებს ისროდნენ.

ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური გაწევ-გამოწევა ამჯერად „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს» შორის მოხდა. ასე იქცა მუშტი-კრივი საზოგადოებისთვის ისედაც მცირე ხნით ღია სხდომის მთავარ ამბად..

ვახტანგ გომელაურის 27 გვერდიან ანგარიშსს დეპუტატები 20 წუთი უსმენდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში სამ ძირითად მიმართულებაში ჩაატია. ვახტანგ გომელაურმა უწყების ანტიკორუფციული, ანტიტერორისტული  და კონტრდაზვერვითი საქმიანობა 20 წუთში შეაჯამა.

Print