საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინერი და დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ, რუსეთის საელჩოს ბევრი მეზობელი საელჩო არ ეყოლება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად თვლის. რაც შეეხება სოზარ სუბარს იგი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის, ყოველი ჩასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის უკანონო. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი კრემლისგან.