
გარდაცვლილი სპეცრაზმელის, სულიკო
ანესაშვილის ოჯახის წევრები.
გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ.
საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელს ეხება. ოჯახის ინფორმაციით, 25 თებერვალს,
მას სამსახურეობრივი ნორმატივების ჩაბარებისას ავტომობილი
დაეჯახა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის
სამხარეო სამმართველოს უფროსმა მათ განუცხადა, რომ შემთხვეევა
სხვაგვარად უნდა გაფორმებულიყო.
საქმეზე გამოძიება დასრულებული
ჯერ არ არის. სამინისტროში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე
კომენტარს არ აკეთებენ.