სიახლეები
ესტონეთის დელეგაცია ხურვალეთში
საქართველოში ვიზიტის
ფარგლებში ესტონეთის დელეგაციის წევრები, საოკუპაციო
ხაზთან ჩავიდნენ
და 2008 წლის
რუსეთ საქართველოს ომის შედეგად შექმნილ ვითარებას
ადგილზე გაეცნენ, ესტონეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი, სვენ მიკსერი მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 83 წლის
დავით ვანიშვილსაც გაესაუბრა და იმ პრობლემებზე მოისმინა
ინფორმაცია , რასაც ვანიშვილის ოჯახს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად უქმნიან.