
7 მაისი საფრანგეთისა და ზოგადად
ევროპის ისტორიაში შეიძლება ერთერთი გადამწყვეტი დღე
აღმოჩნდეს.
საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურში ბრძოლას ემანუელ
მაკრონი და მარინ ლე პენი გააგრძელებენ. სწორედ ამ პოლიტიკოსებმა
მოახერხეს პირველ ტურში გამარჯვება. ულტრა ნაციონალისტი ლე პენისათვის
საზიანოდ და დემოკრატი მაკრონის სასარგებლოდ არჩევნების
პირველი ტურის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები და ყოფილი
კონკურენტები მაკრონის მხარდამჭერ განცხადებებს
აკეთებენ.