სიახლეები
ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ
48 ხმით მხარდაჭერილი დოკუმენტის
გარშემო უთანხმოება ახალ ფაზაში გადადის.
პრეზიდენტის არჩევის წესის და
საარჩევნო საკითხების გამო, ოპოზიცია კონსტიტუციაში დაგეგმილ
ცვლილებებს ისევ მწვავედ აკრიტიკებს. ხელისუფლების
ოპონენტები აცხადებენ, რომ ცვლილებების დამტკიცების
შემთხვევაში, მთვარობის დემოკრატიული გზით შეცვლის შანსი
გაქრება. მმართველი გუნდი შენიშვნებს არ იღებს. მათი შეფასებით,
დათქმულ დროსა და ფორმატში კომისიამ ქვეყნის განვითარებაზე
ორიენტირებული კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა. პროექტის საჯარო
განხილვებისთვის მზადება დაწყებულია.