სიახლეები
ბათუმის მოვლენებზე დაკავებები გრძელდება
ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
ბათუმის არეულობის მოწყობის ორგანიზებისთვის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად ორივე მათგანს გუშინ წაუყენა.

ადვოკატების განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი აპირებს სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს. მისივე თქმით, ღოღობერიძე შიმშილობას აგრძელებს. წარდგენილ ბრალდებას ორივე დაკავებული უარყოფს. ჩხვირკია მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

Print