სიახლეები
ჩამორთმეული ქონების დაბრუნება
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა
მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანია ,,გრანდ ემ“-ს  2010  წელს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო არენა დაუბრუნდება.   ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ  კომპანიას     საფეხბურთო არენა  წინა ხელისუფლების პირობებში უკანონოდ  ჩამოერთვა, ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 60 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 126 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და  სხვა.
Print