სიახლეები
ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა

მეტროსადგურ ახმეტელის ტერიტორიაზე  გარემოვაჭრეების  აქცია დასრულდა.

 


გლდანის ტერიტორიაზე  მოვაჭრეები,   საქმიანობის  აკრძალვას აპორტესტებენ.  მათ   რამდენიმე წუთით,   მეტროს შესასვლელიც  გადაკეტეს.  აქციის მონაწილეებს,    ბაზრობის ტერიტორიაზე  გადასვლა არ სურთ,  არსებული ვალების გადასაფარად,    კი   გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების მიღებას ითხოვენ,   წინააღმდეგ შემთხვევაში,  საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

აღნიშნული ტერიტორიიდან,    თბილისის მერიის ზედამხედველობის  სამსახურის წარმომადგენლებმა,  უნებართვო კონსტრუქციები,  უკვე გაიტანეს,  „თბილსერვის“  ჯგუფმა,   მეტროსადგურის  ტერიტორია  დაასუფთავა.

მეტროსადგურ ახმეტელის ტერიტორიაზე  გარემოვაჭრეები,  მომდევნო საპროტესტო აქციას  შაბათს  12 საათზე,  პარლამენტის  შენობასთან გამართავენ.

 

Print