სიახლეები
ჩხვირკია-ღოღობერიძის საქმე

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ბათუმში არეულობის მოწყობის ორგანიზების ბრალდებით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ დააკავა. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს.

დაკავებულების ადვოკატების განცხადებით,  ჩვენებები, მათ საწინააღმდეგოდ ხუთ მოწმეს მიზანმიმართულად მიაცემინეს. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ირაკლი ჩხვირკვიას ყოფილი თანაგუნდელები,  „ნაციონალური მოძრაობიდან“ მის დაკავებას, პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ.

 

Print