
არასამთავრობო ორგანიზაციებმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობა დაუწუნეს.
საჯარო ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობა, უწყების სისტემაში სტატისტიკის წარმოების
მეთოდები, მონაცემთა ბაზის მართვის საკითხები და მინისტრის საკადრო
პოლიტიკა. ეს ის საკითხებია, რასაც მესამე სექტორი მომზადებულ
დოკუმენტში აანალიზებს. კრიტიკული ანგარიში თავად შინაგან საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენელმა და პოლიტიკოსებმაც შეაფასეს.