სიახლეები
მთავრობის დამტკიცების წესი იცვლება
საკონსტიტუციო ცვლილებებიდან კიდევ
ერთი ახალი ჩანაწერი.
მთავარ კანონში მთავრობის
დამტკიცების წესები რადიკალურად იცვლება - თუ მოქმედ რედაქციაში
მითითებულია რომ მინისტრთა კაბინეტის 5 წევრის შეცვლის შემთხვევაში
მთავრობას პარლამენტის ნდობა სჭირდება. ახალი წესებით ეს
მოთხოვნა უქმდება. ახლა მხოლოდ პრემიერზეა დამოკიდებული რამდენი
მაღალჩინოსანი შეიცვლება მინისტრთა კაბინეტში. ძალაში რჩება ის
მუხლიც, რომლის მიხედვითაც პარლამენტს მთავრობის დათხოვნის
უფლება აქვს.