სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი
საგადასახადო დავალიანების ერთწლიანი გადანაწილების შესაძლებლობა 5 000-დან 50 000 ლარამდე იზრდება.
ფინანსთა მინისტრის  განცხადებით,  აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი - შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.  როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა  განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებებით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შედგენით.
Print